Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

ჩვენ რომ არ დაგვეწყო გამოძიება საქმე აქამდე ვერც მივიდოდა – აცხადებს მურძუკუს ადვოკატი

ჩვენ რომ არ დაგვეწყო გამოძიება საქმე აქამდე ვერც მივიდოდა – აცხადებს მურძუკუს ადვოკატი

ქვედა ახაიასა და ამალიადაში ჩვილი ბავშვების უეცარი გარდაცვალების გამომწვევი გარემოებების დასადგენად გამოძიება უკვე ატიკის უშიშროების დეპარტამენტმა დაიწყო.

გამომდინარე აქედან საჭიროა საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის თავიდან დაკითხვა. დაკითხავენ ექიმებსაც პატრადან, ამალიადადან და ათენიდან, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ ჩვილი ბავშების მკურნალობის პროცესთან.
Πελοπόννησο-სთან საუბრისას ირინი მურძუკუს ადვოკატმა, რულა დიმიტრიადუმ განაცხადა: “ჩემი კლიენტის თხოვნის საფუძველზე ჩვენვე რომ არ დაგვეწყო გამოძიება ჩვილი ბავშვების გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დღეს ამ საქმით არავინ იქნებოდა დაინტერესებული. მე სრულიად ვენდობი ატიკის უშიშროების სამსახურს, ეჭვი არ მეპარება მათ გამოცდილებაში და ვთვლი, რომ გამოძიების საფუძველზე ნათელი მოეფინება საქმის ბევრ ბნელ წერტილს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩემი კლიენტის შვილების გარდაცვალების მიზეზად არ სახელდება მკვლელობა. მათი გარდაცვალება ჯანმრთელობის პრობლემებთან იყო დაკავშირებული და ეს ექსპერტიზამ დაადასტურა კიდეც.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *