ჩრდილოეთ იპიროსში მოხუცებული წყვილის მკვლელი დააკავეს
ჩრდილოეთ იპიროსში მოხუცებული წყვილის მკვლელი დააკავეს
80 წლის კოსტას და 84 წლის კლეონიკის ილიას მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს ჩრდილოეთ იპიროსში, სოფელ ვოდრიცაში.
მკვლელი 69 წლის თომას მასტორასია, რომელიც მოხუცებული წყვილის მეზობლად ცხოვრობდა იმავე სოფელში.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 69 წლის მამაკაცმა წყვილი პირადი უთანხმოების გამო მოკლა. მოძალადემ მოხუცებულებს ბასრი იარაღი ჩაარტყა და დაახლოვებით 50 000 ევრო მოიპარა მათი სახლიდან.
ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ მოძალადე მოხუცებულ წყვილთან ერთად ყავას სვამდა, როცა უეცრად ბასრი იარაღი ამოიღო და თავს დაესხა მათ.
Facebook Comments Box