Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ცვლილებები არასრულწლოვნებისთვის: სავალდებული ასაკის რეგისტრაცია ელ.პლატფორმებზე, თინ.პროფილები და ღამის საათებში სოც.მედიასთან წვდომის შეზღუდვა

ცვლილებები არასრულწლოვნებისთვის: სავალდებული ასაკის რეგისტრაცია ელ.პლატფორმებზე, თინ.პროფილები და ღამის საათებში სოც.მედიასთან წვდომის შეზღუდვა

სავალდებულო ხდება ასაკის რეგისტრაცია სხვადასხვა სოც.პლატფორმებზე, იქმნება თინეიჯერებისთვის სპეციალური პროგილები და იზღუდება ღამის საათებში სოც.მედიასთან წვდომა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიეკუთვნება ახალ რეგულაციას, რომელიც თინეიჯერების, კერძოდ 15 წლამდე ასაკის ბავშვების სოც.პლატფორმებზე აქტივობებს კონტროლის ჩარჩოში მოაქცევს.

პრაქტიკაში ეს ყოველივე ნიშნავს, რომ სოც.პლატფორმები როგორიცაა: Facebook, Instagram, TikΤok  და  Snapchat-ი, გადაამოწმებენ 7 მილიონიან მომხმარებელთა სიაში არიან თუ არა 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ცდილობენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით განაგრძონ პლატფორმების გამოყენება. 

აღნიშნული პლატფორმები 2027 წლის 1-ლი იანვრიდან გამოიყენებენ ავსტრალიაში გავრცელებულ პრაქტიკას, რომელმაც უკვე გაატარა age ban-ის პროგრამა.

რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით ერთადერთი გამოსავალი აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად არის ალგორითმის შემუშავება, რომელიც თითოეული მომხმარებლისგან მოითხოვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას, მოახდენს ასაკის ჯვარედინ გადამოწმებას და შემდგომ გადაწვეტს მისცეს თუ არა წვდომა მომხმარებელს სოც.პლატფორმაზე. ამასთანავე ინიცირებული ცვლილებებიდან რეგულაციის გატარებამდე სოც.პლატფორმებს აქვთ საკმარისი დრო ინტეგრირება მოახდინონ Kids Wallet-ის, საიდანაც ავტომატურად გადამოწმდება არასრულწლოვნების მონაცემები.

რაც შეეხება უკვე რეგისტრირებულ მომხმარებლებს, ციფრული მმართველობის სამინისტრომ უკვე  შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ასაკის დადასტურების ხელახალ მოთხოვნას ამ დროისთვის სავარაუდო, 90 დღის ვადაში.

იმ შემთხვევაში თუ 3 თვის ვადაში მომხმარებელი არ მოახდენს ვერიფიკაციას მისი პროფილი დაიბლოკება. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Facebook შეამოწმებს 7,3 მილიონამდე ბერძენ მოქალაქეს, Instagram-ი 4,35 მილიონ მოქალაქეს, ხოლო TikTok-ი 3,87 მილიონს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *