ცხელ შაბათ-კვირას წვიმიანი ამინდი შეცვლის
ცხელ შაბათ-კვირას წვიმიანი ამინდი შეცვლის
საბერძნეთის მოსახლეობას ცხელი შაბათ-კვირა ელის,დაუბირავენ ჩრდილოეთის ძლიერი ქარებიც, რაც ხანძრის გაჩენის მაღალ რისკს გამოიწვევს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომდევნო კვირიდან ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და მერყევი ამინდი, წვიმებითა და ქარიშხლებით შემოიჭრება ატმოსფეროში.
ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის დირექტორის თოდორის კოლიდას მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად: “ნალექი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოემართება საბერძნეთისკენ და შავი ზღვის გავლით შემოიჭრება ატმოსფეროში. აღნიშნული ფენომენი არც თუ ისე ჩვეულია ჩვენი ქვეყნის კლიმატისთვის ამ სეზონზე.”
მერყევი ამინდი, ძლიერი ქარები და ტემპერატურა, რომელიც 39 გრადუსს მიაღწევს ხანძრის გაჩენის მაღალ რისკს გამოიწვევს საბერძნეთის 5 რეგიონში:
- ატიკა, კუნძული კითირა
- ვიოტია, ევია
- პელოპონისო, კორინთია, არღოლიდა, ლაკონია
- ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები, ლესვოსი, ხიოსი, სამოსი და იკარია
- კუნძული კრეტა
მობილიზებულია როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო სახანძრო სამსახური. პერიოდულად მოხდება დრონებით ყველა რეგიონის შემოწმება.
სამოქალაქო დაცვის სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონების მოსახლეობას.