ძალიან ბედნიერები ვართ – აცხადებს დომნა მიხაილიდუ
ძალიან ბედნიერები ვართ – აცხადებს დომნა მიხაილიდუ
შაბათს, 15 თებერვალს დომნა მიხაილიდუმ და მისმა პარტნიორმა, ლეონიდას მანდონაკისმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაინაცვლეს და პირეაზე, მუნიციპალურ გალერეაში, სადაც სამოქალაქო ქორწინების ცერემონიალები იმართება ხოლმე, ხელი მოაწერეს.
წყვილმა ქორწინების გადაწყვეტილება აპრილში, დომნას მშობიარობის შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ, რომ დომნას და ლეონიდასს ვაჟი შეეძინათ.
ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა წყვილმა ვიწრო წრეში აღნიშნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილს 15 სტუმარი ჰყავდა.
“დიდ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, ძალიან ბედნიერები ვართ. მხოლოდ ჩვენი მეგობრები აღნიშავენ ამ დღეს ჩვენთან ერთად. მადლიერები ვართ, რომ ჩვენი ბედნიერების აღნიშვნა ჩვენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში შევძელით.” – აცხადებს დომნა.