ძალიან ფრთხილი და გამოცდილი მძღოლი იყო, მაგრამ მაინც დავკარგეთ – აცხადებს გარდაცვლილი მოტოციკლეტისტის მძღოლი
ძალიან ფრთხილი და გამოცდილი მძღოლი იყო, მაგრამ მაინც დავკარგეთ – აცხადებს გარდაცვლილი მოტოციკლეტისტის მძღოლი
2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა სამშაბათს, 3 ივნისს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ პალეო ფალიროში. პოსიდონოსის გამზირზე მიმავალი მოტოციკლეტი გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ამოყირავდა და როგორც მოტოციკლეტისტი, ასევე მისი თანამგზავრი სასიკვდილოდ დაშავდა.
გარდაცვლილის მეუღლემ ტელემაუწყებელ MEGA-სთან ისაუბრა: “გვითხრეს რომ უნდა ნახონ ვინ მართავდა მოტოციკლეტს, ჩემი მეუღლე თუ მეორე მგზავრი. რამდენიმე დღეში გვექნება ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ვარაუდობენ რომ მოსახვევში მოცურდა მოტოციკლეტი და ეს გახდა სწორედ საბედისწერო ავარიის მიზეზი. ძალიან ფრთხილი და გამოცდილი მძღოლი იყო ჩემი მეუღლე. მუდამ ატარებდა ჩაფხუტს, სპეციალურ ქურთუკს, ფეხსაცმელს და ხელთათმანებსაც კი. ყოველთვის წესების დაცვით გადაადგილდებოდა. მეორე მგზავრი არავითარ შემთხვევაში არ გადაჰყავდა თუ ჩაფხუტი არ ჰქონდა, 50 მეტრის მანძილზეც კი. მოტოციკლეტსაც სამსახურში წასასვლელად იყენებდა და არა გასართობად. ძალიან ფრთხილი იყო.. მაგრამ მაინც გამოგვეცალა ხელიდან.”
