ძაღლი სახლში იმიტომ წავიყვანე რომ სიკვდილს გადამერჩინა, მან კი შვილი მომიკლა – 2 წლის ბიჭის მამა განცხადებას აკეთებს
ძაღლი სახლში იმიტომ წავიყვანე რომ სიკვდილს გადამერჩინა, მან კი შვილი მომიკლა – 2 წლის ბიჭის მამა განცხადებას აკეთებს
გულისამაჩუყებელია 2 წლის ბიჭის მამის განცხადება, რომელიც სახისა და თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ბიჭი ძაღლმა დაკბინა, რომელიც სახლის ეზოში ჰყავდათ დაბმული მშობლებს.
მშობლებს ბრალი არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ გარემოში მიტოვებასა და ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ედებათ ბრალი.
“რომელ მშობელს არ უყვარს თავისი შვილი. ჩემი გოგოს კივილის ხმა გავიგე და მაშინ გავედით გარეთ. მეტი არაფერი გამიგია, არც არაფერი მახსოვს იმის შემდეგ. გულში ჩავიკარი, შემომხედა, გამიღიმა და თვალები დახუჭა. ამ ყველაფერში ბრალი მიუძღვით იმ მონადირეებს, რომლებიც ჩვენს სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე მოდიან და ძაღლებს უპატრონოდ ტოვებენ. როცა ეს პითბული ვნახე კვდებოდა, ძალიან მძიმედ იყო და სახლში წამოვიყვანე რომ გადამერჩინა, მან კი შვილი მომიკლა.” – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
