ძლიერი ჩრდილოეთის ქარები, ქარიშხალი და ტემპერატურის რადიკალური ცვლილება – შაბათის ამინდის პროგნოზი
ძლიერი ჩრდილოეთის ქარები, ქარიშხალი და ტემპერატურის რადიკალური ცვლილება – შაბათის ამინდის პროგნოზი
შაბათი დასავლეთ საბერძნეთში ძლიერი წვიმებითა და შტორმით დაიწყება. საკის არნაუტუღლოს მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად შტორმი გამთენიისას საბერძნეთის დასავლეთ ნაწილს გადაუვლის, ხოლო შუადღისკენ კი აღმოსავლეთ საბერძნეთში გადმოინაცვლებს. შუადღიდან დასავლეთ მაკედონიაში თოვლიც კია მოსალოდნელი.
საბედნიეროდ უამინდობის ფენომენი სრულიად საბერძნეთის მასშტაბით მხოლოდ შაბათს გვიან ღამემდე შენარჩუნდება. კვირას, ორშაბათს და სამშაბათს კი ქვეყანაში მზიანი, უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი.
Facebook Comments Box