ძლიერი ხანძარი ალივერში- დაკავებულია 75 წლის მეფუტკრე
ხუთშაბათს ღამით ხანძარი გაჩნდა ევიაში, ალივერში, რომლის სათავეც მდებარეობს ილია წინასწარმეტყველის ტერიტორიაზე, მიუვალ ადგილას, სოფელ კალენძიდან დაახლოებით 2-2,5 კმ-ის დაშორებით.
აღნიშნულ სოფლამდე ხანძარი არ გავრცელებულა, ხოლო ცეცხლის მიახლოების თავიდან ასაცილებლად ძლიერი სახანძრო ძალებია მობილიზებული.
სახანძრო უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძრის საერთო ლიკვიდაციისთვის საჭირო იქნება სახმელეთო ჯარების დახმარება ყველა ხანძრის ჩასაქრობად.
ალივერში ხანძრის ფრონტზე დილის 6 საათიდან მუშაობს 102 მეხანძრე-მაშველი 35 მანქანითა და წყლის ტანკერით, ასევე დილიდან მობილიზებული არიან ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი. ხანძრის აღკვეთაში ცენტრალური მაკედონიის ქვედანაყოფებიც მიიღებენ მონაწილეობას, კერძოდ 24 მეხანძრე 11 მანქანით და ვარაუდობენ, რომ მათი დახმარებით ხანძარი უახლოეს საათებში ლიკვიდირებული იქნება.
აღნიშნულია, რომ რაიონში ქრის 2-3 ბაფორტის ქარი.
ხანძრის გამო დააკავეს 75 წლის მეფუტკრე მამაკაცი რომლის პროფესიული საქმიანობის დროს გამოჩენილი დაუდევრობა სავარაუდოდ ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ალივერის მერის მოადგილე ნიკოს ბარაკოსი, გარემოს მერის მოადგილე ნიკოს მასტროკოსტასი და ევიის გამგებლის მოადგილე.