ძმებმა მათი ბიძაშვილი მოკლეს – დაკავებულები აცხადებენ რომ ბიძაშვილი მათზე ძალადობდა
ძმებმა მათი ბიძაშვილი მოკლეს – დაკავებულები აცხადებენ რომ ბიძაშვილი მათზე ძალადობდა
28 წლის ბიძაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ძმები აცხადებენ, რომ მოკლული მათზე გამუდმებით ძალადობდა.
საგზაო პოლიციამ სისხლის გუბეში კაცი პატისიონზე, ორშაბათს ღამის 22:50 საათზე იპოვა. დაშავებული ალბანეთის მოქალაქე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო როდესაც იპოვეს, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
პოლიციის მიერ ამოღებული ვიდეომასალების შედეგად დადგინდა, რომ შელაპარაკება 28 წლის ალბანეთის მოქალაქესა და 2 ძმას შორის, რომელთა ასაკიც 17 და 19 წელია, მოხდა.
ძმები პოლიციის შენობაში თავადვე გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ 28 წლის ალბანეთის მოქალაქე მათზე გამუდმებით ძალადობდა.
საქმის მასალების დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი ძმების ბიძაშვილია.