წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი სრულიად საბერძნეთში 9 ოქტომბრამდე
წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი სრულიად საბერძნეთში 9 ოქტომბრამდე
ძლიერი წვიმების შემდეგ მზიანმა შაბათ-კვირამ ქვეყნის უმეტეს ნაწილში საბერძნეთის მოსახლეობას უქმეების სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა მისცა.
5 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ისევ გადაუარა სრულიად საბერძნეთს.
“კვირას ღამიდან უამინდობის ახალი ტალღა გადაუვლის ქვეყანას, რომელიც მწვერვალს ორშაბათსა და სამშაბათს მიაღწევს. ძლიერი წვიმები და ქარიშხალი დედაქალაქშიც არის მოსალოდნელი. თავს ჩრდილო დასავლეთიდან იჩენს და სამხრეთ აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლებს ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით.” – აცხადებს მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკისი.
Facebook Comments Box
