წმინდა დიონისე არეოპაგელის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაიკეტება სკოლები და გადაიკეტება ათენის ცენტრი
წმინდა დიონისე არეოპაგელის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაიკეტება სკოლები და გადაიკეტება ათენის ცენტრი
3 ოქტომბერს ათენისა და სასამართლოების მფარველი წმინდანის, დიონისე არეოპაგელის ხსენების დღეა.
ამ დღეს ისვენებენ სკოლები, ათენის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები და მუნიციპალიტეტის ცენტრალური სერვისები.
შუადღის საათებიდან გადაიკეტება ცენტრალური ქუჩებიც კოლონაკში.
წმინდა დიონისე ათენის არეოპაგის, ქალაქის უზენაეს სასამართლოს წევრი იყო, რომელმაც პავლე მოციქულის გავლენით მიიღო ქრსიტიანობა, შემდგომ კი ათენის ეპისკოპოსიც გახდა. დიონისეს პიროვნებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც V საუკუნის II ნახევარში არეოპაგიტული კორპუსის სახელწოდებით ცნობილი თეოლოგიურ-ფილოსოფიური თხზულებების ავტოროპა მიაწოდეს.
Facebook Comments Box
