წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
სპეც რეისით პირდაპირ თელავივიდან ჩამოაბრძანეს ელეფთერიოს ვენიზელოსის სახელობის აეროპორტში წმინდა ცეცხლი საიდანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.
წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ღიორღოს კოტსირას ხელმძღვანელობით გაფრინდნენ თელავივში და შეხვდნენ იერუსალიმის პატრიარქს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად იყვნენ არქიმანდრიტი რაფაელი და იოანინას მიტროპოლიტი მაქსიმოსი.
Facebook Comments Box