წყალდიდობა კერკირასა და ეტოლოაკარნანიაში – უამინდობის ფენომენი დასავლეთ საბერძნეთს ურტყამს
წყალდიდობა კერკირასა და ეტოლოაკარნანიაში – უამინდობის ფენომენი დასავლეთ საბერძნეთს ურტყამს
რთული ღამე ჰქონდა დასავლეთ საბერძნეთის უმეტესი რეგიონის მოსახლეობას, რადგან უამინდობის ფენომენის Adel შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდნენ და რეგიონების ქუჩები დატბორეს.
კუნძულ კერკირასა და ეტოლოაკარნანიაში მოსახლეობამ მიიღო 112-სგან შეტყობინებები, რომლებიც მათ სახლში დარჩენისა და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
უამინდობის ფენომენი კიდევ 3 დღეს გასტანს რაც ძლიერ წვიმებს გამოიწვევს სრულიად ქვეყნის მასშტაბით.
ადგილობრივი თვითმმართველობების ცნობით, ყველაზე დიდი პრობლემა პოტამოსში ფიქსირდება, სადაც ყველა გზა წყლით არის დაფარული, ასევე ალეპუსა და ტრიკლინოში, სადაც ნაკადული ადიდდა.
აღიონ დეკას, ბენიცესსა და დასიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მოგზაურობა გზების თითქმის სრულ მონაკვეთზე შეწყდა.
