წყლიდან ჯვრის ამოტანის ცერემონია ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა
წყლიდან ჯვრის ამოტანის ცერემონია ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევისა და შემდგომ წყალში გადაგდებული ჯვრის ამოტანის ტრადიციას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საბერძნეთისთვის, ყოველთვის ბედნიერი დასასრული არ აქვს.
შორეულ დასავლეთში გადაღებული ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ ფლორინაში დატრიალებული ქაოსი, რომელიც დღეს, წყლიდან ჯვრის ამოსატანად გადამხტარ კაცებს შორის დატრიალდა.
ვიდეომასალაში, რომელიც სოც.მედიაში ვირუსულად ვრცელდება, ჩანს თუ როგორ ცდილობს ყველა ჯვრის მისაკუთრებას და როგორ ჰკრავენ ხელს ერთმანეთს.
მას შემდეგ, რაც ფლორინის, პრესპონისა და ეორდეას მიტროპოლიტმა, ირინეოსმა, ჯვარი მდინარეში ჩააგდო, მორწმუნეები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვინ დაიჭირა ჯვარი და რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს ხელით ეხებოდნენ და უყვიროდნენ.
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=2613596392351425&t=329
