ხალანდრი: საზაფხულო კინოთეატრი ცეცხლის ალში გაეხვა
ხალანდრი: საზაფხულო კინოთეატრი ცეცხლის ალში გაეხვა
ხალანდრში, სოლომუს ქუჩაზე მდებარე საზაფხულო კინოთეატრში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლის ჩასაქრობად 13 მეხანძრე 4 სახანძრო მანქანით მუშაობდა.
სახანძრო სამსახურის მყისიერი რეაგირების შედეგად მალევე მოხდა ცეცხლის დამორჩილება მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრის ტერიტორიაზე ადვილად აალებადი ნივთების არსებობის გამო რამდენჯერმე მოხდა მცირე აფეთქება და ცეცხლის კერის თავიდან გაღვივება.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, თუმცა ექიმების ჩარევა საჭირო არ გამხდარა, რადგან ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცეცხლმა მხოლოდ მატერიალური ზიანი მიაყენა კინოთეატრის შიდა ტერიტორიას.
Facebook Comments Box