ხალანდრი: 19 წლის მოტოციკლეტისტი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა, დედამისის სამსახურიდან წამოსაყვანად მიდიოდა
ხალანდრი: 19 წლის მოტოციკლეტისტი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა, დედამისის სამსახურიდან წამოსაყვანად მიდიოდა
ნათლისღებას კიდევ ერთი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც 19 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა გუშინ, საღამოს 16:00 საათის შემდეგ მოხდა. აპოსტოლოპულუს ქუჩაზე ხალანდრისკენ მიმავალი ავტომანქანა, რომელმაც მაღალი სიჩქარით ეპტანისუს ქუჩაზე შეუხვია, მოტოციკლეტს შეეჯახა, რომელიც გზის საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ნაკადში გადაადგილდებოდა.
ძლიერი შეჯახების შედეგად მოტოციკლეტისტი ადგილიდან მოწყდა და ასფალტზე თავით დაენარცხა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 19 წლის ანდონი დედამისის სამსახურიდან წამოსაყვანად მიდიოდა.
ენით აღუწერელი მწუხრი სუფევს გარდაცვლილის ოჯახში, რადგან ახლა მის დედას და 2 დედმამიშვილს ანდონის გარდაცვლილ მამასთან ერთად, რომელიც 8 თვის წინ დაკრძალეს, ანდონის გლოვაც მოუწევთ.