ხალანდრში სახლი 20 000 საახალწლო ნათურით მორთეს
ხალანდრში სახლი 20 000 საახალწლო ნათურით მორთეს
ათასობით ნათურით ხალანდრის მცხოვრებელმა სახლი შთამბეჭდავ საშობაო სანახაობად აქცია.
აღნიშნულ სახლის მორთვა სამეზობლოში უკვე ტრადიციად იქცა, რადგან 2002 წლიდან ყოველი წლის დეკემბრის თვეში სადღესასწაულოდ რთავენ.
წლევანდელ დეკორაციაში სახლის მფლობელმა 20 000 საშობაო ნათურა გამოიყენა.
სიმბოლურია სახლის მეპატრონის სახელიც, რომელსაც ვასილი ჰქვია. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ წელს სახლის დეკორაციაში ოქროსფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი და ყვითელი დომინირებს.
საახალწლოდ მორთული სახლი ფსარონის ქუჩაზე, კატო ხალანდრში ბავშვთა გასართობი მოედნის მოპირდაპირედ მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ყოველ საღამოს ბავშვები იკრიბებიან მოედანზე, რათა სანახაობით დატკბნენ.
Facebook Comments Box
