ხალკიდა: ავტომანქანა გზიდან გადავიდა და მაღაზიის ვიტრინაში შევარდა
ხალკიდა: ავტომანქანა გზიდან გადავიდა და მაღაზიის ვიტრინაში შევარდა
შაბათს ღამით ხალკიდას ცენტრალურ გზაზე მიმავალი ავტომანქანის მძღოლმა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, საჭეზე კონტროლი დაკარგა და გზისპირას მდებარე მაღაზიაში შევარდა.
eviathema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევა 21:20 საათზე მოხდა. საბედნიეროდ მაღაზია დაკეტილი იყო და ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საგზაო პოლიცია, 2 სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლს დაზიანებები არ აღენიშნება.
Facebook Comments Box