ხალკიდა: კაცმა შურისძიების მიზნით ყოფილი ცოლის პირადი მონაცემები ეროტიკულ საიტებზე გაასაჯაროვა
ხალკიდა: კაცმა შურისძიების მიზნით ყოფილი ცოლის პირადი მონაცემები ეროტიკულ საიტებზე გაასაჯაროვა
ჯოჯოხეთად უქცია ცხოვრება 34 წლის ქალს ყოფილმა მეუღლემ, რომელმაც მისი ყოფილი ცოლის მონაცემებით ყალბი პროფილები შექმნა ეროტიულ საიტებზე. ბოროტმოქმედმა მისი ყოფილი მეუღლის ზუსტი მისამართიც მიუთითა განცხადებებში, რამაც საფრთხის ქვეშ ჩააგდო როგორც თვითონ, ასევე მათი საერთო შვილიც.
ტელემაუწყებელი Alpha-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 34 წლის ქალმა, რომელსაც ბოროტმოქმედთან 8 წლის გოგონა ჰყავს, მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
დაზარალებულმა განაცხადა, რომ ყოფილმა მეუღლემ შურისძიების მიზნით დაარეგისტრირა ეროტიკულ ვებ.გვერდებზე, რადგან განქორწინება მისი ნების წინააღმდეგ ხდებოდა.
Facebook Comments Box