Latest news
ბერძნული ფეხბურთის გენერალი მიმის დომაზოსი გარდაიცვალა იოანინა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის მოტოციკლეტისტი მძიმედ დაშავდა ევია: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადეს პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან ერთად მოხუცებულებს ძარცვავდა სალონიკი: ახალგაზრდების სახიფათო თამაშები - სოც.მედიაში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება კადრები ტაქსისტების საპროტესტო მსვლელობიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 55 წლის ფეხითმოსიარულე მძიმედ დაშავდა ტაქსის მძღოლების გაფიცვა 15:00 საათამდე გასტანს ფლორინა: 14 წლის ბიჭს ბრალი 7 წლის ბიძაშვილის გაუპატიურებაში ედება
პარასკევი, იანვარი 24, 2025
საბერძნეთიკრიმინალი

ხალკიდა: მან თავი ექიმად წარუდგინა და ქალს 20 000 ევრო გამოსძალა

თაღლითობის მსხვერპლი გახდა 78 წლის ქალი ხალკიდაში, რომელიც დაარწმუნეს, რომ მისი ქალიშვილი სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა და გადაუდებელი ოპერაციისთვის  20 000 ევრო უნდა გადაეხადა.

ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა სამშაბათს, დილის 10: 30 საათზე მოხდა, როდესაც 78 წლის ქალს დაურეკმა მამაკაცმა, რომელმაც თავი ხალკიდას საავადმყოფოს ექიმად წარუდგინა და აცნობა, რომ მისმა ქალიშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო და უნდა ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია.

ამასთანავე “ექიმმა” ქალს უთხრა, რომ ოპერაცია საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და მას 20 000 ევროს გადახდა მოუწევდა.

შოკში ჩავარდნილმა ქალმა თანხა მითითებულ ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხა, თუმცა სახლში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მისი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო არავითარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ ჰქონია ადგილი.

მან მიმართა პოლიციას და უცნობ პირთა წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *