ხალკიდიკი: დედამისმა მთხოვა ატრაქციონისთვის სიჩქარე შემენელებინა – აცხადებს ატრაქციონზე პასუხისმგებელი ჩვენებაში
ხალკიდიკი: დედამისმა მთხოვა ატრაქციონისთვის სიჩქარე შემენელებინა – აცხადებს ატრაქციონზე პასუხისმგებელი ჩვენებაში
“ჩვეულ პროცედურას მივყევი იმ საბედისწერო ღამესაც, ყველას ღვედი შევუკარი, შევამოწმე, რომ ყველაფერი რიგზე იყო, კარი დავხურე და ჩავრთე ატრაქციონი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლუნა პარკის მფლობელის მითითებითვე დავარეგულირე სიჩქარე, 50-60. თავიდან ატრაქციონი ნელი სვლით გავუშვი და შემდეგ ნელ-ნელა მოვუმატე სიჩქარეს ორმოცდაათამდე. სწორედ ამ დროს მთხოვა ბავშვების დედამ შემენელებინა სიჩქარე რომ ჩამოსულიყვნენ ატრაქციონიდან და სწორედ ამ დროს დავიწყე სიჩქარის შენელება და დავინახე რომ სავარძელმა ყანყალი დაიწყო, ადგილიდან მოწყდა და ორიდან ერთ-ერთი ბავშვი ჰაერში ავარდა და ატრაქციონის ბოძს შეასკდა. არ მახსოვს როგორ დაეცა, არც ის მახსოვს რას აკეთებდა მეორე ბავშვი. მომენტალურად შოკი მივიღე. ერთადერთი რაც მახსოვს არის ის, რომ იმ წამსვე გავაჩერე ატრაქციონი.” – განაცხადა 19 წლის ბიჭმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ატრაქციონზე.
შეგახსენებთ, რომ ატრაქციონზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა ლუნა პარკის ტერიტორია პარკის მფლობელთან ერთად დატოვა. როგორც თვითონვე აცხადებს ჩვენებაში ის ჯერ სახლში მივიდა, შემდეგ მშობლებთან კილკისში ჩავიდა და შემდეგ თავადვე გამოცხადდა პოლიციის შენობაში ჩვენების მისაცემად.