Latest news
მეტრო სადგური დაფნი, აღიოს იოანნის და ნეოს კოზმოსი დღესა 21:40 საათზე დაიკეტება 16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
საბერძნეთი

ხალკიდიკში გამართული არაფორმალური გამოფენიდან ხელოვნების ნიმუშები და ორი ქოთნის მცენარე მოიპარეს

რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით დილის 5 საათზე, ხალკიდიკის სოფელ აფიტუში გამართული არაფორმალური გამოფენიდან უცნობმა პირებმა იქ  წარმოდგენილი ექსპონატებიდან თუნუქისგან დამზადებული სამი ქოთანი და ორიც ჩვეულებრივ, უბრალო ქოთანში ჩარგული მცენარე  მოიპარეს. ქურდობის ფაქტი  უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.

„ნათლად არის დაფიქსირებული მამაკაცი და ორი ქალი როგორ იღებენ სამი თუნუქის და ასევე ორ უბრალო ქოთანს მცენარეებით. ისინი გადაადგილდებოდნენ მანქანით და  ფაქტობრივად მათი მოძრაობებიდან ჩანს, რომ ძარცვის პროცესში ირჩევენ რა წაიღონ, ანუ ჩანს ქალები როგორ მიუთითებენ მამაკაცს რომელი ნიმუში აიღონ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ მოპარული ნივთებით პირადი სივრცის გაფორმება სურდათ”-ამბობს მოქანდაკე, თემის ყოფილი პრეზიდენტი და ორიგინალური ღია გალერეის ერთ-ერთი ინიციატორი, ვასილი პავლისი.

ამავე ინფორმაციით, ქურდობის შესახებ მას პოლიციისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *