ხალკიდიკში გაჩენილმა ხანძარმა ისტორიული ტაძარი გაანადგურა
ხალკიდიკში გაჩენილმა ხანძარმა ისტორიული ტაძარი გაანადგურა
ხანძარი გაჩნდა ისტორიული ტაძარში, რომელიც წმინდა იოანეს სახელობის იყო და პლანასა და ვრადტამას დასახლებებს შორის მდებარეობდა ხალკიდიკში.
სახანძრო-სამაშველო დახმარება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოიძახა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მუშაობდა ექვსი მეხანძრე სამი სახანძრო მანქანით, ხანძრის ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა. შესაბამისად XIX საუკუნის შუა ხანებში აშენებულ ტაძარს დიდი ზიანი მიადგა. განსაკუთრებით დაზიანებულია ტაძრის ინტერიერი.
მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box