ხალხით გადატვირთული მეტროს ხაზები
ხალხით გადატვირთული მეტროს ხაზები
სინდაგმას მოედანზე ხალხმა თავის მოყრა ადრეული დილიდან დაიწყო. საპროტესტო მსვლელობა 11:00 საათზე იწყება თუმცა ხალხი, რომელსაც მასში მონაწილეობა სურს დილის 09:00 საათიდან დაიძრა მეტროსადგურებისკენ, რათა დროულად მოახერხონ დანიშნულების ადგილამდე მისვლა.
მშობლები ბავშვებით, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ადამიანები ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან თავმოყრილნი არიან სინდაგმას მოედანზე, რათა პატივი მიაგონ ტემბის ტრაგედიაში დაღუპული 57 მგზავრის ხსოვნას.
ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის გამოყენებაც შეუძლია საბერძეთის მოსახლეობას არის მეტრო, ილექტრიკოსი და ტრამვაი, შესაბამისად გადაჭედილია ხალხით ვაგონები. ადამიანები, რომლებიც საპროტესტო მსვლელობაში იღებენ მონაწილეობას აკროპოლისისა და ომონიას ხაზებზე ამოდიან და ფეხით განაგრძობენ გზას სინდაგმამდე, რადგან ვაგონებით გადაადგილება ხალხმრავლობის გამო ფაქტობრივად შეუძლებელია.
იხილეთ ვიდეო მასალა მეტროსადგურებიდან: