ხანგრძლივი მზის აბაზანა=ხანგრძლივ რუჯს?
ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად იმატებს თინეიჯერებში, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მზისგან დამწვრობის შემთხვევები.
ხანგრძლივი მზის აბაზანა=ხანგრძლივ რუჯს?
ეს მოსაცდება საბედნიეროდ მცდარია. თუ გგონიათ, რაც უფრო მეტხანს დარჩებით მზეზე, რუჯიც მით უფრო მეტხანს გაგყვებათ, ცდებით. პირიქით, მწველი მზის გულზე დიდხანს ყოფნისას მოსალოდნელია კანის ანთება, დამწვრობა. ცუდი ის არის, რომ ამას მაშინვე ვერ შეამჩნევთ – დამწვრობა დაახლოებით 4-8 საათის შემდეგ იჩენს თავს: კანი წითლდება, ხურდება და მტკივნეული ხდება, უარეს შემთხვევაში ბუშტუკებითაც იფარება, შესაძლოა დაერთოს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი.
თუ გსურთ, რუჯით დიდხანს ისიამოვნოთ, მზის აბაზანები ქოლგის ქვეშ უნდა მიიღოთ. ჩრდილშიც ისევე გაირუჯებით, როგორც მზის გულზე. მეტი დრო დაგჭირდებათ, სამაგიეროდ, კანი ნაკლებად დაისტრესება და რუჯიც ზაფხულის მიწურულამდე გაძლებს.