ხანია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა
ხანია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღეს დილით კუნუპიდიანაში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ავტომანქანა, რომელსაც ამ დროისთვის დაშავებული ქალი მართავდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გზიდან გადავიდა და ამოყირავდა.
პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გზაზე მიმავალმა სხვა ავტომანქანების მძღოლებმა გამოიძახეს.
შემთხვევის ადგილზე საჭირო გახდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახებაც, რადგან ქალი მანქანაში იყო გამომწყვდეული.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მიყენებული აქვს სხეულის მრავალგზის დაზიანებები.
Facebook Comments Box