Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიUncategorized

ხანია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ხანია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

შაბათს დილით, 17 აგვისტოს, კუნძულ კრეტაზე ღალატას ავტომანქანა შეეჯახა ტურისტებით სავსე მიკრო-ავტობუსს. ავტომანქანით 4 საბერძნეთის მოქალაქე  გადაადგილდებოდა, რომელთა გადმოსაყვანადაც სამაშველო ბრიგადის დახმარება გახდა საჭირო.

Cretalive-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანქანიდან 2 მგზავრი უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს, ხოლო დანარჩენი ორი მგზავრიდან, კი რომლებიც სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი ამ დრომდე რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

რაც შეეხება მიკრო-ავტობუსის მგზავრებს არც ერთი მათგანი არ დაშავებულა მძიმედ. ტურისტებს აღენიშნებათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები და ჩალურჯებები.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის საპირისპირო ნაკადში გადავარდა და მისკენ მომავალ ტურისტულ მიკრო-ავტობუსს შეეჯახა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *