ხანია: ამერიკელი ჯარისკაცი ტერასიდან გადმოვარდა
ხანია: ამერიკელი ჯარისკაცი ტერასიდან გადმოვარდა
შაბათს გამთენიისას სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა 30 წლის ამერიკის მოქალაქემ, რომელიც პალია პოლიში ნაქირავები ბინის ტერასიდან გადმოვარდა.
zarpanews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი ამერიკელი ჯარისკაცია, რომელიც ხანიაში საქმიანი მოლაპარაკებისთვის იყო ჩასული.
მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, რადგან ამ დრომდე დაუდგენელია იმყოფებოდა თუ არა ჯარისკაცი ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ რის გამოც ფეხი აუცდა და ტერასიდან გადავარდა, თუ უბრალოდ ხელი ჰკრეს მას.
მიუხედავად იმისა რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაჩნდა 30 წლის ჯარისკაცისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გაწევა უკვე დაგვიანებული იყო.
Facebook Comments Box