ხანია: ექიმებმა დაშავებული 18 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს
ხანია: ექიმებმა დაშავებული 18 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს
გუშინ ღამით ხანიაში მანქანა, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, გზიდან გადავიდა და დიდი სიმძლავრით შეასკდა ხეს წმინდა კონსტანტინეს ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს. შეჯახების შედეგად 3 ახალგაზრდა, 2 ბიჭი და 1 გოგონა, დაახლოვებით 18 წლის ასაკის, მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდები საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანა. დაშავებულების შემოწმებისას ექიმებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ბიჭის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ესაჭიროებოდა კარდიოპულმონარული რეანიმაცია (გულ–ფილტვის რეანიმაცია), მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებიდან ერთ–ერთს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო გოგონა, კი მძიმედ არის დაშავებული.
Facebook Comments Box