Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

ხანია: კირიაკოს მიცოტაკის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლები გაათავისუფლეს

ხანია: კირიაკოს მიცოტაკის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლები გაათავისუფლეს

ხანიას პოლიციის განყოფილებიდან საბერძნეთის პრემიერ მინისტრის განკარგულების საფუძველზე პოლიციელები გაათავისუფლეს.

სამსახურეობრივი მოვალეობების შეჩერების განკარგულებმა პრემიერმა მას შემდეგ გასცა, რაც პოლიციელებმა გაათავისუფლეს 45 წლის მძღოლი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელმაც 22 წლის პანაიოტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ხანიას განყოფილებაში ახალ პოლიციის თანამშრომლებს დედაქალაქიდან გაგზავნიან.

“არანაირი გამართლება არ მოეძებნება მათ ქმედებას. სწორად უნდა შეესრულებინათ საქმე, დაეკავებინათ მძღოლი და გადაეცათ ინფორმაცია პროკურორისთვის მას შემდეგ, რაც ალკო ტესტმა დაადასტურა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუ რატომ არ შეასრულეს პირნათლად მათი მოვალეობა ნათელია, ისინი არ მიყვნენ კანონით გათვალისიწინებულ მოქმედებებს.” – განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *