Latest news
16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევამ მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
საბერძნეთიUncategorized

ხანია: ნასვამ მდგომარეობაში სხეულის მძიმე დაზიანებებით იპოვეს 15 წლის გოგო პარკში

ხანია: ნასვამ მდგომარეობაში სხეულის მძიმე დაზიანებებით იპოვეს 15 წლის გოგო პარკში

ნასვამ მდგომარეობაში და სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს 15 წლის გოგონა ხანიას გენერალურ საავადმყოფოში.

გოგონა დღეს გამთენიისას “ირინის კე ფილიას” პარკში იპოვეს.

Creta24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონა რუმინეთის მოქალაქეა. პოლიციამ ის პატკში გამთენიის 01:30 საათზე იპოვა. 

დაშავებულთან ერთად პარკში ასევე იმყოფებოდა მისი 15 წლის მეგობარი, რომელმაც პოლიციელებს უთხრა რომ გოგონა კიბეზე დაგორდა და თავი დაარტყა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში.

პოლიციამ კი დააკავა გოგონას 41 წლის დედა არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ გარემოში მიტოვების ბრალდებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *