ხანია: ტურისტებს პორტში თავს დაესხნენ
ხანია: ტურისტებს პორტში თავს დაესხნენ
ორშაბათს საღამოს, 28 ოქტომბერს, ხანიაში, ვენეციურ პორტში ბრიტანელ ტურისტებს თავს დამნაშავეთა დაჯგუფება დაესხა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, დამნაშავეთა დაჯგუფება თავს დაესხა ბრიტანელი ტურისტების ჯგუფს. ჩხუბი მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი დაჯგუფების წევრმა ახალგაზრდა გოგონას ბრიტანელი ტურისტების ჯგუფიდან ქამარი შემოარტყა.
შემთხვევის ადგილზე პანიკა ატყდა, თვითმხილველების ჩვენებებზე დაყრდნობით შეშინებული ტურისტები დასისხლიანებული სახეებით ტიროდნენ და შველას ითხოვდნენ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩხუბის შედეგად დაშავებული ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანა.
პოლიცია აწარმოებს გამოძიებას დამნაშავეთა დაჯგუფების წევრების ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box