ხანია: 60 წლის გერმანელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
ხანია: 60 წლის გერმანელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
ტურისტი, რომელსაც პარასკევს საღამოს შემდეგ ეძებდნენ ოჯახის წევრები და სამართალდამცავი ორგანოები, გარდაცვლილი იპოვეს.
zarpanews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 60 წლის ტურისტი მაშველებმა შაბათს ღამით უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ამ დრომდე უცნობია ტურისტის გარდაცვალების მიზეზი. სამართალდამცავი ორგანოები ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას.
შეგახსენებთ, რომ ტურისტი შვილებთან ერთად სალაშქროდ იყო წასული, როცა უეცრად უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.
Facebook Comments Box