ხანია: 60 წლის გერმანელი ტურისტი, რომელიც სალაშქროდ წავიდა, გაუჩინარდა
ხანია: 60 წლის გერმანელი ტურისტი, რომელიც სალაშქროდ წავიდა, გაუჩინარდა
პარასკევს საღამოს განგაშის ზარი შემოიკრა კუნძული კრეტას სამართალ დამცავ ორგანოებში. ხანიაში სალაშქროდ გასული 60 წლის გერმანელი ტურისტი გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 60 წლის ტურისტი მის 2 შვილთან ერთად სუღიადან ტრიპიტის სანაპიროს მიმართულებით სალაშქროდ წავიდა. ლაშქრობისას მამისა და შვილების გზები გაიყო თუმცა გოგონებმა ეს გვიან შენიშნეს. გოგოები უკან მიბრუნდნენ თუმცა მამის კვალი ვერსად ნახეს სწორედ ამიტომ დაუკავშირდნენ პოლიციას და დახმარება სთხოვეს.
მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ზემოთ არიშნული ტერიტორიის მიმდებარედ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც პოლიცია, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახური, დრონები და მოხალისეები.
Facebook Comments Box
