Latest news
ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა ვიოლანდა: ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ ვიოლანდა: ქარხნის მფლობელს დაკითხვაზე გადაიყვანეს სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ გასაღებს მაინც არ მაძლევდა - აცხადებს 64 წლის კაცი, რომელმაც საკუთარ ძმა... ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ ქაოსი ქუთაისი-სალონიკის ფრენაზე იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა თავისუფალი თეატრი 20 თებერვალს 24 საათით გაიფიცება არღირუპოლი: 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს დღეიდან ვიოლანდას მფლობელის მეორე ქარხანა Vitafree-ც დაიკეტება
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთიUncategorized

ხანია: 73 წლის მძღოლი, რომლის დაუდევრობამაც 76 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, დააკავეს

ხანია: 73 წლის მძღოლი, რომლის დაუდევრობამაც 76 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, დააკავეს

შაბათს, 29 მარტს ხანია-კისამუს ეროვნულ გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 76 წლის მძღოლი სასიკვდილოდ დაშავდა.

ავტომანქანა, რომელსაც 76 წლის კაცი მართავდა, 73 წლის კაცის მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად 76 წლის კაცი მძიმედ დაშავდა, ხოლო მეორე ავტომანქანის მძღოლი, იმის ნაცვლად რომ მანქანა გაეჩერებინა და დაშავებულისთვის დახმარება აღმოეჩინა ან დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახებინა, სიჩქარეს უმატა და ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მისულმა საგზაო პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 76 წლის კაცი უკვე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მისთვის ყველანაირი სამედიცინო დახმარების გაწევა უკვე დაგვიანებული იყო.

სამართალდამცავმა ორგანოებმა საჭირო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მალევე მოახდინეს 73 წლის მძღოლის ვინაობის დადგენა და დააკავეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *