Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთი

ხანძარი განახლდა მანდრაში და დერვენოხორიაში-მდგომარეობა ტრაგიკულია

ამ დროისთვის ხანძარი უკონტროლოდ მძვინვარებს მანდრაში და დერვონოხორიაში, სადაც ცეცხლი ხელახლა გაჩაღდა.

გავრცელებული ცნობით, ხანძარი უკონტროლოა, ხოლო ნეა ზოის დასახლებაში პირველი სახლები იწვის. ხელისუფლება მოუწოდებს  დასახლებებსა და მონასტრებს დატოვონ საშიში ტერიტორია.

სამოქალაქო დაცვა მოუწოდებს ნეა ზოისა და ნეო პონტოს ელეფსინის მცხოვრებლებს, რომლებიც რჩებიან ადგილზე, შეასრულონ ხელისუფლების მითითებები და დატოვონ სახლები. შემთხვევის ადგილზე საპოლიციო ძალებიც ძლიერდებიან, რათა მოქალაქეები გაიყვანონ.

ხანძრის გავრცელების საშიშროების გამო მანდრას ნეა ზოის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ტერიტორიის ევაკუაციისთვის 112-ის შეტყობინება გაეგზავნა. ამავდროულად, სახანძრო დეპარტამენტმა მოსახლეობას მოუწოდა, გაემართნენ სამხრეთით ელეფსინასა და ზღვისკენ.

ასევე,მანდრასკენ მიმავალ გზებზე მოძრაობა შეჩერებულია . აღნიშნულია, რომ გაცემულია ბრძანება მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ დასახლებებიდან : პალეოხორი, პანორამა, პურნარია და აგია სოტირა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *