Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთი

ხანძარი: სქელმა კვამლმა აკროპოლი დაფარა-კვამლის სუნი ასდის მთელ ათენს

პარნითას მთის ძირში ცეცხლოვანი ფრონტიდან კვამლის სუნი მთელ ათენს მოედო. გაჩენილი ხანძრის კვამლმა ათენის ცა მთლიანად დაფარა.

წვის სუნი ფალირომდეც მივიდა, დღის პირველივე შუქზე კი ხილული გახდა, რომ ცას კვამლის ფარდა დაეფარა.

ტიტანური ხანძარსაწინააღმდეგო ბრძოლა დღეს პარნითას მთის ფრონტზე გაგრძელდება, ხოლო ალექსანდრუპოლში, როდოპსა და კავალაში ცეცხლოვანი კოშმარი მეხუთე დღეა გრძელდება.

ატიკაში ღამე ძალიან რთული იყო, სახანძრო ბრიგადა დიდ ბრძოლას აწარმოებდა, რათა პარნითას მთის კიდეებამდე მისული ცეცხლი არ გავრცელებულიყო.

ღამის განმავლობაში გაძლიერებული მეხანძრეების  რაზმი  გადავიდა აღმოსავლეთით, პარნითას კაზინოს მიმართულებით, რათა თავიდან აიცილონ ცეცხლი ეროვნული პარკის ცენტრში.

ამ დრომდე ცეცხლი პარნითას მთის ძირს წვავს  და აღმოსავლეთისკენ მიემართება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *