ხანძარმა ყველაფერი ფერფლად აქცია – შემზარავი კადრები პენდელიდან
ხანძარმა ყველაფერი ფერფლად აქცია – შემზარავი კადრები პენდელიდან
ხანძარმა ნაცარტუტად აქცია პენდელის ოდესღაც მწვანე პეიზაჟი.
შემზარავია ფოტო-ვიდეო მასალის ხილვა, რომელიც ხანძრის შემდგომ კადრებს ასახავს.
როგორც ფერმერი დიმიტრის მეღაღიანისი აცხადებს protothema.gr-თან საუბრისას: “ხანძარმა ყველაფერი ფერფლად აქცია, აღარაფერი არსებობს..”
მცირე ბიზნესის მფლობელები ცდილობენ განაცალკევონ ხანძრისგან გადარჩენილი ნივთები, თუმცა ცეცხლმა წარუშლელი კვალი დატოვა როგორც კომერციულ შენობებზე, ასევე საცხოვრებელ სახლებზეც.
განადგურებულია ცხოველთა თავშესაფრებიც, პენდელის ქუჩები.
დამწუხრებული და მომავლის შიშით შეპყრობილი ადგილობრივი მოსახლეობა გაპარტახებული პენდელის ქუჩებში უმისამართოდ დადის, რათა შეძლონ მათი ცეცხლისგან გადარჩენილი პირადი ნივთების შეგროვება.
Facebook Comments Box