ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია საბერძნეთის 27 რეგიონში
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია საბერძნეთის 27 რეგიონში
სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალური მდივანის მიერ გამოქვეყნებული საორიენტაციო რუკის თანახმად ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია დღეს, 5 აგვისტოს, ატიკაში, ევიაზე, ეტეოაკარნანიასა და კიდევ 24 რეგიონში. მათ შორის: კითირა, ჰალკიდიკი, ათონის მთაზე, კავალა, როდოპი, ევროს, არღოლიდა, კორინთია, მესინია, ლაკონია, როდოსი, სპორადესი, სკიროსი, თასოსი, სამოთრაკი, ლიმნოსი, ფთიოტიდა, მაღნისია, ახაია, არკადია, ილია, ქსანთი და იონიის ზღვის კუნძულები.

სამოქალაქო დაცვისა და კლიმატის კრიზისის სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას და სრული მზადყოფნისკენ აღნიშნული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სახანძრო სამსახურებს.
Facebook Comments Box
