Latest news
კასელაკისი და ტაილერი ΟΑΚΑ-ს სტადიონზე ოფი კრეტას მაისურებით გამოჩნდნენ წყლის დეფიციტი საბერძნეთში: ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით მე-19 ადგილზეა წყლის დეფიციტის საშიშროებით ვარდა: 23 წლის ეგვიპტის მოქალაქემ მისი თანამემამულე დანით დაჩეხა პატრა: 75 წლის კაცი ძმისშვილის ქორწილში ცეკვის დროს გარდაცივალა რომი: იტალიამ საბერძნეთს 360 მილიონი ევრო გადასცა Hellenic Train-ის მატარებლების უსაფრთხოების უზრუნვ... ელევსინასთან გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრია გახდა, ხოლო საბერძნეთმა კი მე-6 ადგილი დაიკავა რომის პაპის ინაუგურაცია დაიწყო დღეს სამშვიდობო მარათონი 08:00 საათზე დაიწყება მსოფლიო ისტორიის ყველაზე სასტიკი ქალები
კვირა, მაისი 18, 2025
საბერძნეთიUncategorized

ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის გამო დღეს ლიკავიტოსის მთაზე გადაადგილება იკრძალება

ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის გამო დღეს ლიკავიტოსის მთაზე გადაადგილება იკრძალება

ათენის მუნიციპალიტეტში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის გამო განგაშის ზარი დაირეკა.

დღეს, კვირას, 11 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში აკრძალული იქნება ლიკავიტოსის მთაზე ასვლა.

სრული 24 საათის განმავლობაში მობილიზებული იქნება ყველა სახელმწიფო და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული განყოფილება და აიკრძალება გადაადგილება ლიკავიტოსზე, სტრეფიზე, ფილოპაპუსზე, ტურკოვუნიონსა და ილისიონზე. 

საჭიროების შემთხვევაში სახანძრო სამსახურის მუშაობის მხარდასაჭერად ხელმისაწვდომი იქნება წყლის ტანკერებიც. 

ათენის მუნიციპალიტეტის პოლიცია დრონებით გააკონტროლებს ათენის მწვანე უბნებს და ხანძრის კერის დაფიქსირების თანავე შეატყობინებს სახანძრო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს დედაქალაქის მოსახლეობას და ავრცელებს ცხელი ხაზის ნომერს 1595, რათა მოქალაქეებმა შეძლონ განაცხადის გაკეთება ხანძრის გაჩენის ნებისმიერი საშიშროების დაფიქსირების შემთხვევაში 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *