ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი საბერძნეთში – მობილიზებულია სახანძრო-საჰაერო ძალები
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი საბერძნეთში – მობილიზებულია სახანძრო-საჰაერო ძალები
საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროს სამდივნოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად მერყევი ამინდი, ძლიერი ქარები და ტემპერატურა, რომელიც 39 გრადუსს მიაღწევს ხანძრის გაჩენის მაღალ რისკს გამოიწვევს საბერძნეთის 5 რეგიონში:
- ატიკა, კუნძული კითირა
- ვიოტია, ევია
- პელოპონისო, კორინთია, არღოლიდა, ლაკონია
- ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები, ლესვოსი, ხიოსი, სამოსი და იკარია
- კუნძული კრეტა
მობილიზებულია როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო სახანძრო სამსახური. პერიოდულად მოხდება დრონებით ყველა რეგიონის შემოწმება.
სამოქალაქო დაცვის სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონების მოსახლეობას.
Facebook Comments Box