ხანძრის 3 აქტიური კერა კუნძულ ხიოსზე – 112 6 რეგიონის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ხანძრის 3 აქტიური კერა კუნძულ ხიოსზე – 112 6 რეგიონის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ადღეული შუადღიდან მძვინვარებს ხანძარი კუნძულ ხიოსზე, რომელიც კოფინადან დაიწყო და მალევე დიდ ტერიტორიას მოედო. ამჟამად ცეცხლს 3 კერა აქვს. მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარები კი უფრო და უფრო ართულებენ ხანძრის დამორჩილების შესაძლებლობას.
ჯამში ცეცხლის ჩასაქრობად 62 მეხანძრე 23 სახანძრო მანქანით მუშაობს. დამხმარე ძალებად უკვე გაგზავნილია და ადგილზე მუშაობს 2 წყალმფრქვევი და 6 ვერტმფრენი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დასახლებულ ტერიტორიას ჯერ-ჯერობით ზიანი არ მისდგომია.
Facebook Comments Box
