ხატია ბუნიათიშვილი ჯანმრთლობის სერიოზული პრობლემის გამო 12 ივლისს ათენში აღარ დაუკრავს
ხატია ბუნიათიშვილი ჯანმრთლობის სერიოზული პრობლემის გამო 12 ივლისს ათენში აღარ დაუკრავს
ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი 12 ივლისს ათენის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად იროდიონზე უნდა წარდგენილიყო ჩაიკოვსკის რეპერტუარით.
თუმცა, სამშაბათს, 9 ივლისს, ღონისძიების ორგანიზატორებმა ღონისძიებაზე დასწრების სურვილებს შეატყობინეს, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის გამო პიანისტი ათენში ჩამოსვლას ვერ ახერხებს და მის ნაცვლად ალექსეი ველოდინი დაუკრავს.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მსმენელებს არჩევანი დაუტოვეს. მათ ვისაც სურს დაესწროს კონცერტს დაგეგმილი ღონისძიება ჩვეულ დროს, პარასკევს, 21:00 საათზე გაიმართება, ხოლო მათ, ვისაც სურთ რომ გააუქმონ შეძენილი ბილეთები უნდა გაგზავნონ ელექტრონულად მოთხოვნა ღონისძიების ორგანიზატორებთან და თანხა უკან დაუბრუნდებათ.