ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემსწავლელი საპილოტე პროგრამა სკოლებში
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემსწავლელი საპილოტე პროგრამა სკოლებში
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემსწავლელი საპილოტე პროგრამა საშუალო სკოლებში პედაგოგებისთვის 2025 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის კი 2026 წლის მარტიდან.
საპილოდე პროგრამას AI inSchools ეწოდება და ბერძნულ სკოლებში ხელვნური ინტელექტის ChatGPT Edu-ს გამოყენების შემსწავლელი კურსები გავლას ისახავს მიზნად.
სრულიად საბერძნეთის მასშტაბით საპილოტე პროგრამა 20 სკოლაში ჩატარდება.
2022 წლის მიწურულს ხელოვნურმა ინტელექეტმა თანდათანობით დაიწყო გავრცელება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მისი მრავალი მომხარებლის გაჩენაც განაპირობა. დღესდღეობით AI-ის კოდი გვხვდება საწარმო აპლიკაციებში, სამომხმარებლო აპებსა და ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში.
თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის როლი განათლების სისტემაში. მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრით, სკოლის მომავალს სწორედ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. ცალსახაა, ეს ტექნოლოგია შეცვლის იმას, თუ როგორ სწავლობენ სტუდენტები, როგორ ასწავლიან მასწავლებლები, რაც საბოლოო ჯამში, გარდაქმნის მთლიან საგანმანათლებლო სისტემას.
საკლასო გაკვეთილების დრო შეზღუდულია, რის გამოც მასწავლებლები ხშირად ვერ ახერხებენ დაადგინონ ყველა მოსწავლემ გაიგო თუ არა ახსნილი მასალა. ამ პრობლემის გადაჭრა ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია.
როდესაც აღმოაჩენენ მასწავლებლები, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილს საშინაო დავალებაზე არასწორი პასუხი აქვთ, AI სისტემა აფრთხილებს მასწავლებელს და სტუდენტებს უგზავნის მათზე მორგებულ შეტყობინებას, რომელიც შეიცავს მინიშნებებს სწორ პასუხზე. ეს პროგრამები ხელს უწყობს სწავლის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულმა სტუდენტმა სასწავლო მასალა წარმატებით აითვისოს.
