ხვალიდან მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას
ხვალიდან მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას
კვირიდან, 4 მაისიდან, ხუთშაბათამდე, 8 მაისამდე მეტროს მე-2 ხაზის მეტროსადგურები ელინიკო, არღირუპოლი, ალიმოსი და ილიუპოლი ღამის 21:00 საათზე დაიკეტებიან ტექნიკური სამუშაოების გამო, რომლებიც 5G მობილურ ინტერნეტზე წვდომის დასარეგულირებლად დაიგეგმა.
შესაბამისად მე-2 ხაზზე ზემოთ აღნიშნულ საათებში ვაგონები აღიოს დიმიტრიოსიდან ანთუპოლიმდე გადაადგილდებიან.
იმისთვის, რომ მგზავრებმა შეძლონ აღნიშნულ ტერიტორიებზე შეუფერხებლად გადაადგილება სატრანსპორტო კომპანიამ დროებითი X12 ავტობუსი გამოყო, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე გადაიყვანს მგზავრებს.
Facebook Comments Box