ხვალიდან ქარების სიმძლავრე იკლებს
ხვალიდან ქარების სიმძლავრე იკლებს
ოთხშაბათს, 13 აგვისტოს, საღამოდან ამინდი ხელს შეუწყობს მეხანძრეებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც უკონტროლოდ წვავს ათასობით ჰექტარს.
ქარების სიმძლავრე ხვალინდელი საღამოდან იკლებს.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მეტეოროლოგი ანასტასია ტურასკი აცხადებს: “13 აგვისტოს საღამოს საათებიდან იონიის ზღვის კუნძულებსა და ცენტრალურ საბერძნეთში ქარის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდება, ისევე როგორც დასავლეთ საბერძნეთში. ქვეყანაში მშრალი, ძლიერი ჩრდილოეთის ქარები შენარჩუნდება, თუმცა მათი სიმძლავრე 6-7 ბოფორამდე იმერყევებს და ისიც მხოლოდ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.”
მოსალოდნელია ტემპერატურის უმნიშვნელო კლებაც ხუთშაბათიდან, 14 აგვისტოდან.
იპიროზე, მაკედონიასა და კუნძულ კრეტაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საბერძნეთის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში დაუბერავენ 3-4 ბოფორი სიმძლავრის ქარები. ტემპერატურა საბერძნეთის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში 36-37 გრადუსამდე გაიზრდება, ისევე როგორც იონიის ზღვის კუნძულებზე. ხოლო ეგეოსის ზღვის კუნძულებზე კი 33-35 გრადუსამდე მოიმატებს.
