Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ხვალ მომღერალი ხრისტოს მასტორასის სასამართლო პროცესი ჩატარდება

ხვალ მომღერალი ხრისტოს მასტორასის სასამართლო პროცესი ჩატარდება

ხუთშაბათს, 6 თებერვლისთვის არის ჩანიშნული მომღერალი ხრისტოს მასტორასის სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალი ედება ავტომანქანის საფრთხის შემცველი მართვისთვის ნასვამ მდგომარეობაში, რომელსაც ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ადამიანის სიცოცხლისთვის.

შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში მომღერალს საგზაო პოლიციამ რიგითი ალკოტესტის შემოწმების პროცედურის ჩასატარებლად გააჩერებისკენ მოუწოდა გამთენიის 02:00 საათზე სტადიუსა და ეოლუს კვეთაზე, ომონიას მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მომღერალი პოლიციის გაცემულ ბრძანებას საწყის ეტაპზე არ დაემორჩილა და ადგილიდან მიმალვა სცადა. სწორედ ეს ქმედება გახდა მისი დაკავების მიზეზი.

იძულებითი ალკოტესტის ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ ხრისტოს მასტორასი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომანქანას. 

მომღერალს დაეკისტა 700 ევროს ოდენობის ჯარიმა, ჩამოერთვა ავტომანქანა და მართვის მოწმობა 90 დღის ვადით და მოაკლდა 9 ქულა მართვის მოწმობის სრული ქულების რაოდენობიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *