ხვალ საბერძნეთის 16 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია
ხვალ საბერძნეთის 16 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ხვალ, 21 აგვისტოს საბერძნეთის 16 რეგიონში.
აღნიშნულ განაცხადს საბერძნეთის სამოქალაქო დაცვისა და კლიმატის კრიზისის სამინისტრო (civilprotection.gov.gr) ავრცელებს და თან ურთავს რუკას, რომელზეც ასახულია რეგიონები, რომელთა მაცხოვრებლებსაც სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
- ატიკა
- ფოკიდა
- ეტოლოაკარნანია
- არღოლიდა
- კორინთია
- მესინია
- დოდეკანისა
- ხიოს
- ფსარა
- სამო
- იკარია
- რეთიმნო
- ირაკლიო
- ლასითი
- ახაია
- ილია

Facebook Comments Box
