ხიოსზე დაშავებული 23 პირი ამ დრომდე საავადმყოფოში გადის მკურნალობას
ხიოსზე დაშავებული 23 პირი ამ დრომდე საავადმყოფოში გადის მკურნალობას
ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები კუნძულ ხიოსთან მდებარე საზღვაო ტერიტორიაზე სავარაუდო დაშავებულების საპოვნელად, რომლებიც ზღვაში 3 თებერვალს მომხდარი ინციდენტის შედეგად გადავარდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 15 იძულებით გადაადგილებული პირი დაიღუპა.
ხიოსის საავადმყოფოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, ცაკირის ხრისტოსის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად საავადმყოფოში ამ დრომდე გადის მკურნალობას 22 იძულებით გადაადგილებული პირი, წარმოშობით ავღანეთიდან და 1 საზღვაო პოლიციის თანამშრომელი.
სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირებით დატვირთული სწრაფმავალი ნავი გეგმიური პატრულირების დროს შენიშნეს, რომელიც განათების გარეშე მიემართებოდა ხიოსის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ.
პირმა რომელიც ნავს მართავდა უგულებელჰყო სანაპირო დაცვის გამაფრთხილებელი ნიშნები და გაქცევა სცადა. კურსის შეცვლისას კი სწრაფმავალი ნავი სანაპირო დაცვის გემის მარჯვენა მხარეს შეეჯახა, რამაც მისი გადაბრუნება და ჩაძირვა გამოიწვია, რის შედეგადაც გემზე მყოფი ყველა ადამიანი ზღვაში აღმოჩნდა.
დაშავებულებს შორის 10 არასრულწლოვანია, რომელთაგანაც ერთ-ერთს მრავალსაათიანი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა შეჯახების შედეგად მიღებული მძიმე ტრამვებისაგან მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასარიდებლად.
